Tuesday, June 2, 2009

კომპიუტერის კლავიატურა

კომპიუტერის კლავიატურა

კლავიატურა გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ე.წ. Notebook-ში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.
კლავიატურა სტანდარტიზებულია : იგი შედგება 101-103 ღილაკისაგან(ახლა ამ რიცხვს ემატება მულტიმედია კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა).კლავიატურაზე ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამოდენიმე ჯგუფებად.სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშნულებაა-ასოების,ციფრების,სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორულად ჩამოყალიბდა რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენება დიდი და პატარა ასოების დასაწერად. ფუნქციონალური ღილაკების დანიშნულებაა ბრძანების გადაცემა. ბრძანების შინაარსი განისაზღვრება პროგრამის მიხედვით.ამ ღილაკებს მკაცრი დანიშნულება არ აქვთ.

No comments:

Post a Comment