Tuesday, June 2, 2009

გამოთვლითი ქსელი

გამოთვლითი ქსელი წარმოადგენს სხვადასხვა მოწყობილობეის (პირველ რიგში კოპიუტერების, ასევე კონცენტრატორების, სენსორების) ერთობლიობას, რომლებიც გაერთიანებულია კავშირის ხაზებით (კაბელებით), საქსელო ადაპტერებით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

გამოთვლითი ქსელი არის განაწილებული სისტემის ერთ-ერთი სახეობა.

გამოთვლითი სისიტემების განვითარება [რედაქტირება]

პირველი გამოთვლითი სისტემები იქმნებოდა მაინფრეიმების (მძლავრი და საიმედო უნივერსალური კომპიუტერი) ბაზაზე. პროგრამების ტექსტისა და მონაცემების გამყადება ხდება წინასწარ პერფობარათებზე. სპეციალურ ოპერატაორს შეჰქონდა ეს პერფობარათები კომპიუტერში, ხოლო მომხმარებელი კი ღებულობდა თვლის შედეგებს გარკვეული დროის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ მუშაობის ასეთი ინერტული რეჟიმი არ იყო მოსახერხებელი მომხმარებლისთვის, ასეთი რეჟიმი მაინც საკმაოდ დიდხანს გამოიყენებოდა, რადგან პაკეტური რეჟიმის დროს მიიღწევა პროცესორის მუშაობის ყველაზე მაღალი საიმედოება.

გამოთვლითი სისტემების განვითარების შემდეგი ეტაპი იყო მრავალტერმინალიანი სისტემების შექმნა, რის საფუძველსაც წარმოადგენს კომპიუტერის აპარატული საშუალებების (პირველ რიგში პროცესორის) გაიაფება. ასეთი მუშაობის პრიციპი დამყარებული იყო დროის დაყოფის პრინციპზე, პროცესორთან ერთდროულად მუშაობა რამოდენიმე მომხმარებელი, თითოეულ მათგანს გამოყოფილი ჰქონდა ტერმინალები, რომელის საშუალებითაც შეეზლო გაემართა დიალოგი კომპიუტერთან. სისიტემის რეაქცია საკმაოდ დაბალი იყო და მომხმარებლრბს სწირდებოდა ლოდინის თვლის შედეგებისთვის. ტერმინალები იყო საწარმოოს მთელ ტერიტორიაზე, ასეთი მრავალტერმინალური სისტემები, მიუხედავად ცენტრალზებური პრინციპისა , გარეგნულად ძალიან წააგავდა ლოკალურ ქსელებს.

ტოპოლოგია [რედაქტირება]

ტოპოლგია არის გრაფი, რომლის წვეროებს წარმოადგენენ ექტრონული მოწზობილობები, ხოლო წახნაგებს კი მათ შორის ფიზიკურ და ლოგიკურ კავშირებს. წვეროების ასევე უწოდებენ საგურებს ან კვანძს.

არსებობს სხვადასხვა სახის ტოპოლოგიები:სრულფასოვანი ტოპოლოგია, უჯრედოვანი ტოპოლოგია, საერთო სალტე, ტოპოლოგიური ვარსკვლავი , რგოლური ტოპოლოგია,შერეული ტოპოლოგია.

ქსელები [რედაქტირება]

  • ლოკალური ქსელები
    • BAN
    • PAN
    • WPAN
    • LAN
    • WLAN
  • დანარჩენი ქსელები
    • MAN
    • WAN
    • GAN
    • VPN
    • SAN

No comments:

Post a Comment