Tuesday, June 2, 2009

ოპერატიული მეხსიერება


ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა, ინგლისურად RAM, რეალუზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მონაცემების წაკითხვის, ან ჩაწერის დრო 60+ ნანოწამია (60x10-9წმ). არსებობს ორი ტიპის ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში ელემენტარული უჯრედის როლში ინტრიგერული სქემა გამოდის. ასეთი სქემა იმპულსის მიღებამდე, ან კვების გამორთვამდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მდგომარეობას 0, ან 1. უჯრაში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვისას მისი მდგომარეობა არ იცვლება. დინამიკური მოდელი შედგება მიკროსკოპული ტევადობისგან (კონდესატორებისგან). ნებისმიერი კონდესატორი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: დამუხტული, ან დაუმუხტავი. ასეთ მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების დასამახსოვრებლად საჭიროა დაუმუხტავი კონდესატორების პერიოდულად დამუხტვა. ამის გამო დინამიკური მეხსიერება სტატიკურთან შედარებით ნელამოქმედია. სამაგიეროდ იგი ნაკლებად ენერგოტევადია. უნდა აღვნიშნოთ რომ ორივე ტიპის დამახსოვრების მოწყობილობა წარმოადგენს მცირე ზომის ნაბეჭდ პლატას, მასზე განლაგებული მიკროსქემებით. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობის გარდა, თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს გააჩნიათ ე.წ. ზეოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ქეშ მეზსიერება), რომელიც უზრუნველყოფს ნელმოქმედი მოწყობილობის თავსებადობას, სწრაფმოქმედ მოწყობილობასთან. მაგალითად, მიკროპროცესორის დინამიკურ მეხსიერებასთან.

არსებობს ორი დონის ქეშ მეხსიერება: პირველი დონის 32 ბაიტის ტევადობით (ახლა უკვე 64), რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ მიკროპროცესორში და მეორე დონის 512 და მეტი ტევადობით. იგი ყენდება სისტემურ პლატაზე.


Crypto News - cryptodilemma.com

ორიენტირებული პროგრამირება

ობიექტურად ორიენტირებული პროგრამირება (შემოკლებით, OOP) არის პროგრამირების პარადიგმი, რომელისთვისაც ცენტრალურია არა მოქმედების, არამედ ობიექტის ცნება.

ობიექტურად ორიენტირებული პროგრამირების კონცეფცია ჩამოყალიბდა როგორც პასუხი იმ უამრავ სირთულეზე, რაც თან ახლდა სტრუქტურული პროგრამირებას. თუმცა დროთა განმავლობაში OO მიდგომამაც გამოავლინა თავისი სისუსტეები. ობიექტურად ორიენტირებული პროგრამირება განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა 1980-იანი წლებიდან, Smalltalk და C++ პროგრამირების ენების განვითარებასთან ერთად.

წმინდა ობიექტურ ორიენტირებული პროგრამირების კონცეფცია დღეს არ შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ოპტიმალურად არსებულ კონცეფციებს შორის. თანამედროვე წამყვანი პროგრამირების ენები ვითარდებიან ერთდროულად რამოდენიმე პარადიგმის განხორციელების მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარადიგმი, რომელიც უკანასკნელ წლებში ჰპოვებს განვითარებას ობიექტურად ორიენტირებულ პროგრამირებასთან ერთად არის ფუნქციონალური პროგრამირება.


Bitcoin News - cryptodilemma.com

მყარი დისკი


მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა ერთი მთლიანი მოწყობილობაა მისი კონსტრუქციული სქემა დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობის სქემის მსგავსია. მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობის ტევადობა და ინფორმაციის გაცვლა რამოდენიმე ასეულჯერ მეტია დრეკად დისკთან შედარებით. ინფორმაცია რამოდენიმე მყარად დაკავშირებულ დისკებზე იწერება. დისკები ფერომაგნიტური ფენით დაფარული ფირფიტებია.ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვა ხორციელდება ორივე მხარეს (განაპირა ფირფიტების გარდა) (იხილეთ სურათი).

სურათი:მყარ დისკებზე დამახსოვრების მოწყობილობის სქემა.jpg

ცხადია ჩაწერა და წაკითხვა ხორციელდება მაგნიტური თავაკების ერთობლიობით. დისკების პაკეტი ბრუნავს 7500-10000 ბრუნი/წმ-ში სიჩქარით. წამკითხველი თავაკები "ცურაობენ" დისკის ზედაპირიდან 0.5-0.13 მიკრომეტრის მანძილზე. დამახსოვრების მოწყობილობებს რამდენიმე ათეული ფირმა უშვებს თავსებადობის მიზნით შემუშავებულია სპეციალური სტანდარტები,როგორიცაა : SATA, IDE, EIDE, SCSI.

მონიტორი


მონიტორი გათვალისწინებულია ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის გამოსასახავად. მათ შეუძლიათ იმუშავონ ტექსტურ ან გრაფიკულ რეჟიმში.

ტექსტურ რეჟიმში მუშაობისას ეკრანი პირობითად იყოფა უბნებად. ეკრანზე ერთდროულად შეიძლება გამოტანილ იქნას ერთი სიმბოლო 256 წინასწარ ცნობილი სიმბოლოდან. ამ სიმბოლოებს მიეკუთვნება ასოები, ციფრები და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსატანი სიმბოლოების რაოდენობა 256-ით შემოფარგლული არ არის. ერთსა და იმავე კოდს რეჟიმის მიხედვით ეკრანზე შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოები შეესაბამებოდეს. გრაფიკულ რეჟიმში მონიტორი რასტრს წარმოადგენს, რომელიც პიქსელებისაგან შედგება. მონიტორის უნარს, ერთდროულად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ასახული იქნას პიქსელების გარკვეული რაოდენობა, მონიტორის გარჩევადობას უწოდებენ. გამოთქმა „მონიტორის გარჩევადობაა 800x600“ ნიშნავს, რომ მონიტორს შეუძლია გამოიტანოს 600 ჰორიზონტალური და 800 ვერტიკალური წერტილი (პიქსელი). მონიტორის რეალური გარჩევადობა ასევე დამოკიდებულია ვიდეოადაპტერზე.

არსებობს ორი ტიპის მონიტორი : თხევად კრისტალზე და ელექტრონულ სხივურ მილაკზე. თხევად კრისტალზე აგებულ მონიტორებს მცირე წონა და გეომეტრიული ზომა აქვს, მოიხმარს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას.

უმრავლეს შემთხვევაში მონიტორი დამოუკიდებელი ბლოკია. მონიტორის ყუთზე ეკრანი სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. ისინი საშუალებას აძლევენ მომხმარებელს დააყენონ იგი სასურველი კუთხით. ყუთის შიგნით კვების ბლოკი და ეკრანზე გამოსახულების ფორმირებისათვის საჭირო ელქტრული სქემებია.

თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში ეკრანის მუშაობის ვადის გასახანგრძლივებლად და ელექტროენერგიის დასაზოგად გამოგონებულია სპეციალური პროგრამულ-აპარატული მეთოდები. თუ გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებელი არ ასრულებს სამუშაოს, დასაწყისში ოპერაციულ სისტემას გამოაქვს ეკრანზე სპეციალური სურათები, ხოლო მოგვიანებით მონიტორი გადაყავს ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის, ე.წ. „ლოდინის“ (თვლემის, ძილის) რეჟიმში.

მიკროპროცესორი


მიკროპროცესორი მინიატულური ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანაა, რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამოდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები. აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვა. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები.

ვენტილიატორი

მიკროპროცესორის მთავარი პარამეტრებია: შესასრულებელ ბრძანებათა ერთობლიობა, თანრიგიანობა და ტაქტიკური სიხშირე. მიკროპროცესორების მთავარი პარამერი ტაქტიკური სიხშირეა. იგი გვიჩვენებს წამში რამდენ ელემენტარულ ოპერაციას-ტაქტს ასრულებს მიკროპროცესორი. ტაქტიკური სიხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი უდრის 106 ჰერცს). თანრიგიანობა გვიჩვენებს, ერთ ტაქტში თუ რამდენ ორობითი თანრიგის დამუშავებას, ან გადაცემას ახორციელებს მიკროპროცესორი, ასევე რამდენი ორობითი თანრიგი შეიძლება იქნას გამოყენებული მიკროპროცესორის ოპერატიული მეხსიერების დამისამართებისათვის. აღსანიშნია, რომ ტაქტიკური სიხშირეპროცესორი მწარმოებლურობის შეფარდებითი მახასიათებელია იმიტომ, რომ პროცესორის სქემური გადაწყვეტების გამო ზოგიერთი პროცესორი ერთ ტაქტში ასრულებს იმდენ ოპერაციას, რომლის შესრულებასაც სხვა პროცესორი ანდომებს რამოდენიმე ტაქტს. გარეგნულად მიკროპროცესორი ოთხკუთხედი პლასმასის ფირფიტაა — 5x5x05 სანტიმეტრის ზომის, 940-მდე „ფეხებით“. მიკროპროცესორებს გასაციებლად უყუნებენ პატარა ვენტილიატორებს, რათა მიკროპროცესორი არ გადახურდეს.

მაუსი (კომპიუტერი)


თაგუნაკომპიუტერთან მუშაობის დროს ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ვერტიკალური ხარ-კურსორი. კურსორი ეკრანზე გვიჩვენებს სიმბოლოს შეტანის ადგილს. მომხმარებელს შეუძლია გადაადგილოს კურსორი სასურველი მიმართულებით კლავიატურაზე არსებული ისრების აღმნიშვნელი ღილაკების მეშვეობით. კურსორის გამოყენება, განსაკუთრებით გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობისას მოუხერხებელია. კურსორის ნაცვლად გამოიყენება მანიპულატორი. ფართო გავრცელება პოვა მანიპულატორებმა სახელწოდებით „თაგვი“(Mouse) და „ტრეკბოლი“. ტრეკბოლი ნაკლებადაა გავრცელებული. თაგვი წარმოადგენს პლასმასის პატარა კოლოფს. თაგვის მდებარეობა ეკრანზე პატარა ისრითაა აღნიშნული. ისრის გადასაადგილებლად საკმარისია გადავაადგილოთ თაგვი სიბრტყეზე.

თაგვს ორი ღილაკი აქვს(ემატება მულტიმედია თაგვების ღილაკები). ღილაკებზე თითის დაჭერით კომპიუტერს მიეცემა ბრძანებები.თაგვი მანქანას უერთდება კაბელით, COM1 გამთიშველით ან COM2 შეტანა — გამოტანის ადაპტერით(COM თაგვები უკვე მოძველდა, ახლა უკვე ხმარებაშია ლაზერული და ოპტიკური თაგვები).

მაკინტოში (კომპიუტერი)


მაკინტოში (Macintosh), ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ შექმნილი, დამუშავებული და წარმოებული პერსონალური კომპიუტერებია, რომელიც მაკინტოშის ოპერაციულ სისტემაზე (მაკ ოს) მუშაობს. მაკინტოშის ჯიშის ვაშლის სეხნია თავდაპირველად 1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა; ეს იყო პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ამჟამად სტანდარტად ქცეულ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (გსი) იყენებდა, დესკტოპზე ფანჯრებითა და თაგუნას კონტროლით მაშინ სტანდარტული საკომანდო ხაზის ინტერფეისის ნაცვლად. ეპლი იმავე დროს განაგრძობდა ეპლ II ოჯახის კომპიუტერთა გაყიდვას მაკების პარალელურად 1993 წლამდე. მას შემდეგ ყველა ეპლ კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახისა გახდა.

თანამედროვე მაკები საკმაოდ მრავალფეროვანია დაწყებული ბიუჯეტური მაკ-მინიდან (Mac mini) საშუალო რანგის სერვერით, ექს-სერვი (Xserve), დამთავრებული. მაკინტოშის სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმანათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის; ბოლო დროს ექს-სერვი G5 სერვერის გამოსვლის შემდეგ ეპლმა სამეწარმეო ბაზარშიც შეაღწია.

თავდაპირველი მაკინტოშის ოპერაციული სისტემა პირველი მაკის გამოშვებიდან მოყოლებული გამოიყენება, თუმცა მან დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა. 1999 წელს ეპლის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ კლასიკურ მაკ ოს-ს აკლდა თანამედროვე კომპონენტები და გამოუშვა იუნიქსის (Unix) ბაზაზე დამუშავებული მაკ ოს X (Mac OS X), რომელიც გაცილებით სტაბილური სისტემა გახდა, თუმცა ამასთან კვლავ შესაძლებელი იყო კლასიკის აპლიკაციების გამოყენება ჩაშენებული კლასიკთან თავსებადი ინტერფეისის შრით. მაკ ოს X-ის თანამედროვე ვერსიაა v10.4 (ვეფხვი), რომელიც ყველა ახალ მაკინტოშს მოჰყვება როგორც სტანდარტული ოპერაციული სისტემა (ექს-სერვი მაკ ოს X სერვერის ვარიანტზეა). მაკინტოშის სრულყოფისათვის ეპლმა დამატებით გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფა - ციფრული მედია-აპლიკაციების მთელი სერია - iLife (აი-ლაიფ) პაკეტი, iWork (აი-ვორკ) პაკეტი და პროფესიული კრეატიული ბაზრისთვის განკუთვნილი Final Cut Pro, Shake და Aperture პროგრამები.

თანამედროვე სერია [რედაქტირება]

  • მაკ მინი (Mac mini) - სამაგიდო - სამომხმარებლო - ამჟამად წარმოებაში არსებული ყველაზე იაფი მაკინტოშის მოდელი და ერთადერთი, რომელიც მონიტორის გარეშე იყიდება. 2006 წლის თებერვლამდე სტანდარტულ G4 პროცესორზეა, შემდეგ კი ინტელის ქორ ან ქორ-დუო პროცესორზე გადავიდა.
  • იმაკი (eMac) - სამაგიდო - საგანმანათლებლო - იაფი სამაგიდო მოდელია თავდაპირველად მხოლოდ განათლების სფეროს ბაზრისთვის განკუთვნილი. 04/06/04 – 12/10/05 განმავლობაში ყველასთვის იყო მისაწვდომი, თუმცა მას შემდეგ ისევ მხოლოდ განათლების დაწესებულებებისთვისაა ხელმისაწვდომი. მას ჩაშენებული ეკრანი (CRT) და G4 პროცესორი აქვს.
  • პაუერმაკი (Power Mac) - სამაგიდო - პროფესიონალური - ეპლის სერიაში ყველაზე ძვირი კომპიუტერია. ჰაი-ენდ მოდელს ორმაგი G5 პროცესორი აქვს.
  • აიბუკი (iBook) - პორტატიული - სამომხმარებლო - ეპლის სამომხმარებლო ლოუ-ენდ ლეპტოპი. მასში G4 პროცესორია, თუმცა უფრო დაბალი სიხშირე ვიდრე ჰაი-ენდ პაუერბუკებს.
  • პაუერბუკი (PowerBook) - პორტაბელური - პრო - ჰაი-ენდ კომპიუტერი კრეატიული პროფესიონალებისთვის; დღემდე G4 პროცესორზეა G5 პროცესორის მიერ ძაბვის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
  • ექს-სერვი (Xserve) - სერვერი - სამეწარმეო - სამეწარმეო სტანდარტის 1U სიმაღლის სერვერია, სპეციფიკურად გამიზნული კრიტიკული ინფორმაციული ცენტრებისთვის და სამეწარმეო კლიენტ-სერვისებისთვის.

ისტორია [რედაქტირება]

მაკის შემქმნელი გუნდი, მარცხნიდან: ჯორჯ კროუ, ჯოანა ჰოფმანი, ბარელ სმიტი, ენდი ჰერზფელდი.

მაკინტოშის პროექტი 1979 წლის გაზაფხულზე დაიწყო ეპლის თანამშრომელი ჯეფ რასკინის მიერ, რომელსაც წარმოსახული ჰქონდა ადვილად გამოყენებადი, დაბალ-ფასიანი კომპიუტერის შექმნა საშუალო მომხმარებლისთვის. 1979 წლის სექტემბერში რასკინს ნება დართეს პროექტისთვის გუნდი აეყვანა. რასკინს სჭირდებოდა ინჟინერი, რომელიც პროტოტიპის აწყობას შეძლებდა. ბილ ატკინსონი, ლიზას გუნდის წევრი (რომელიც ასევე მუშაობდა მსგავსი ჰაი-ენდ კომპიუტერის შექმნაზე) აცნობს მას ბერელ სმიტს, სერვის ტექნიკოსს, რომელიც იმ წელს იყო კომპანიაში მოსული. რამდენიმე წელიწადში რასკინმა დიდი სამუშაო გუნდი შექმნა, რომელმაც დააპროექტა და ააწყო პირველი მაკინტოშის ფუნქციონირებისათის საჭირო მასალები და პროგრამული უზრუნველყოფა. რასკინის, ატკინსონისა და სმიტის გარდა ჯგუფში იყვნენ კრის ესპინოზა, ჯოანა ჰოფმანი, ჯორჯ კროუ, ჯერი მანოკი, სუზან კეა და ენდი ჰერცფელდი.

Macintosh 128k - პირველი მაკინტოში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა.

სმიტის პირველი მაკინტოში ჯეფ რასკინის სპეციფიკაციებით დამზადდა: 64 კბ ოპერატიული მეხსიერება, მოტოროლას 6809E მიკროპროცესორი, 256x256 პიქსელიანი შავ-თეთრი ეკრანი. ბად ტრიბლი, მაკინტოშის პროგრამისტი, დაინტერესდა მაკინტოშზე ლიზას გრაფიკული პროგრამების თავსებადობით და სთხოვა სმიტს თუ შესაძლებელი იქნებოდა ლიზას მოტოროლა 68000 მიკროპროცესორის დამონტაჟება ისე, რომ მაკინტოშის წარმოების ღირებულება არ გაზრდილიყო. 1980 წლის დეკემბერში სმიტი ახერხებს მაკინტოშის არქიტექტურის შეცვლას ისე, რომ მასზე მოტოროლა 68000 მიკროპროცესორის არა მხოლოდ დამონტაჟება, არემედ 5–დან 8 მეგაჰერცამდე აჩქარებაც შესაძლებელი ხდება. მსგავს არქიტექტურას უკვე 384x256 პიქსელიანი შავ–თეთრი ეკრანის მხარდაჭერაც შეეძლო. სმიტის დიზაინი უფრო ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებას საჭიროებდა ვინემ ლიზასი და ამგვარად, წარმოება უფრო ეკონომიური გახდა. მაკის საბოლოო დიზაინი თვითმყოფადი იყო და გაცილებით მეტი საპროგრამო კოდი ჰქონდა წაკითხვად მეხსიერებაზე (ROM), ვინემ ნებისმიერ სხვა კომპიუტერს. მას ასევე გააჩნდა 128 კბ ოპერატიული მეხსიერება (მაქსიმალური).

ინოვაციურმა დიზაინმა სტივ ჯობსის, ეპლის თანადამფუძნებლის, ყურადღება მიიპყრო. მიხვდა რა, რომ მაკინტოში ლიზაზე უფრო გაყიდვადი იქნებოდა, მან ყურადღება მთლიანად ამ პროექტზე გადაიტანა. 1981 წელს ჯობსთან პირადი კონფლიქტის გამო რასკინი ტოვებს მაკინტოშის პროექტს და საბოლოო მაკინტოშის დიზაინი უფრო ჯობსის იდეათა განხორციელება უნდა იყოს ვიდრე რასკინის.

გაიგო რა ქსეროქსის მიერ დამუშავებული გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის პიონერული ტექნოლოგიის შესახებ, ჯობსი გამოგონებას ეპლის აქციებზე ოპციების გაცვლის ხარჯზე იძენს. შესაბამისად ლიზასა და მაკინტოშის მომხმარებლის ინტერფეისი ქსეროქსის საწყის დიზაინზეა დამუშავებული. ჯობსი ასევე იყვანს დიზაინერ ჰერმუტ ელინგერს მაკინტოშის ხაზზე სამუშაოდ, რისი შედეგიც მაკინტოშების თოვლივით თეთრი დიზაინი გახდა, რომელიც ეპლ კომპიუტერების შუა 1980-იანებიდან მოყოლებული ხელწერა გახდა. მიუხედავად ამისა ჯობსის ლიდერობა მაკინტოშის პროექტზე ხანმოკლე გამოდგა. ეპლის ახალ აღმასრულებელ დირექტორთან, ჯონ სკალთან, შიდა უთანხმოების გამო ჯობსი 1985 წელს გადადგა. მან მალევე საკუთარი კომპანია ნექსტი (NeXT) დააფუძნა და ეპლში 1997 წლამდე არ დაბრუნებულა.

პირველი მაკინტოშის გამოჩენა ბაზარზე 1984 წლის 22 იანვარს სუპერ-ბოულის (Super Bowl) დროს გაშვებულ ამჟამად უკვე განთქმული რიდლი სკოტის შენიღბული სარეკლამო რგოლით მოხდა. თავად მაკი ოფიციალურად 24 იანვარს გამოვიდა გასაყიდი ფასით $2.495 (დღევანდელი ფასებით ~$6.000).